პირველი კერძო არქივი საქართველოში
2014 წლიდან „დასტა“ 150-ზე მეტ წამყვან კომპანიას ეხმარება დოკუმენტაციის უსაფრთხო შენახვაში, გაციფრულებასა და მენეჯმენტში.
კომპანიები, რომლებიც გვენდობიან
ნდობა ციფრებში
150+
პარტნიორი კომპანია
500+ მლნ
შენახული ფურცელი
2+ მლნ
რეგისტრირებული დოკუმენტი
12+
წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბაზარზე
100,000+
გამოთხოვილი დოკუმენტი 1 წელიწადში
რატომ ირჩევენ წამყვანი ინდუსტრიები დასტას?
12+ წელი ბაზარზე
დაარქივებისა და დოკუმენტების მართვის სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი კომპეტენცია.
უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი
სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, 24/7 ვიდეომონიტორინგი და ცოცხალი დაცვის სერვისი.
მონაცემთა მაქსიმალური დაცვა
რეგულარული გარე აუდიტი; პრაქტიკულად გამორიცხულია ინფორმაციის გაჟონვის რისკი.
კლიმატის კონტროლი
საწყობებში ტემპერატურისა და ტენიანობის მუდმივი მონიტორინგი დოკუმენტების პირვანდელი სახით შესანარჩუნებლად.
სრული მოქნილობა
არსებული რესურსები საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვმართოთ ნებისმიერი სიდიდის პროექტი.
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა
კლიენტის არქივების სპეციფიკაზე მორგებული პროგრამა დოკუმენტების მარტივი მართვისთვის.
სერტიფიცირებული ექსპერტები
პროფესიონალი კადრები, მათ შორის 5+ წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები, რომლებიც საუკეთესოდ იცნობენ ბაზარს.
ოპტიმიზირებული საწყობები
თანამედროვე, გამართული სასაწყობო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სისწრაფეს.
სერვისები
საარქივო შენახვა
დოკუმენტების განთავსება სპეციალიზებულ, დაცულ სივრცეში.
სკანირება და გაციფრულება
ქაღალდის არქივის ტრანსფორმაცია მოქნილ ციფრულ ბაზად.
დოკუმენტების განადგურება
კონფიდენციალური განადგურება და გადამუშავება.
არქივის აუთსორსინგი
სრული მენეჯმენტი - სორტირება, სისტემატიზაცია და გამოთხოვა.
როგორ ვმუშაობთ?
ნაბიჯი 1 - პირველადი აუდიტი
ჩვენ ვიწყებთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკის შესწავლით. ვაფასებთ დოკუმენტაციის მოცულობას, შენახვის მიმდინარე პირობებსა და თქვენს სამომავლო საჭიროებებს. ჩვენი მიზანია დავინახოთ ის გამოწვევები, რომლებიც თქვენი გუნდის მუშაობას აფერხებს.
ნაბიჯი 2 - ინდივიდუალური სტრატეგია
ჩვენი ექსპერტები შეიმუშავებენ პერსონალიზებულ გეგმას, თუ რომელი დოკუმენტები საჭიროებს ფიზიკურ შენახვას, რა უნდა გაციფრულდეს პრიორიტეტულად და რა ექვემდებარება უსაფრთხო განადგურებას. ჩვენი სტრატეგია მაქსიმალურად ამცირებს რისკებს და ოპტიმიზაციას უკეთებს თქვენს ხარჯებს.
ნაბიჯი 3 - დოკუმენტაციის მართვა
პროცესი იწყება დოკუმენტების უსაფრთხო ტრანსპორტირებით. ხდება მათი დახარისხება, კატეგორიზაცია და სპეციალურ ყუთებში განთავსება, რის შემდეგ დოკუმენტები აისახება საარქივე პროგრამაში. უსაფრთხოების მიზნით, თითოეულ ყუთს ენიჭება უნიკალური კოდი, პროგრამული უზრუნველყოფა კი საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოითხოვოთ საჭირო ინფორმაცია.
მზად ხართ, საარქივო რუტინა ბიზნესის ზრდით ჩაანაცვლოთ?
ნუ მისცემთ ქაღალდებს უფლებას, შეაფერხონ ბიზნესის განვითარება.
გაიარეთ კონსულტაცია: 032 290 01 12